воскресенье, 13 декабря 2009 г.

"მთვარეული"

მე შენზე ფიქრში ვათენებ ღამეს,

ღამეა ძალძე ნაზი და სათნო,

მთვარეულივით დავდივარ ღამე

და შენს ნაკვალევს დავეძებ მარტო...

ავხედე ვარსკვლავთ და დავინახე

ცის კამარიდან როგორ მიღიმი,

შენს დანახვაზე თავბრუ დამესხა

და დამიბუჟდა მე კიდურები...

უეცრად გაქრა მთვარეც და სახეც

რომელიც ციდან იღიმებოდა,

განათდა ირგვლივ ცოცხალიც, მკვდარიც,

მე მაინც ვიდექ იმ ერთ ადგილას...


                                                               ავტ: ნათია გოგიაშვილი

თათია გოგიაშვილი

понедельник, 7 декабря 2009 г.

"სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში"

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,

ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში.

მზე კოცნიდა თეთრ ღრუბლებს და ულამაზეს ლიანებს

 სიყვარული რიგდებოდა მე კი დავიგვიანე...

 რიგში იდგნენ ჭაბუკები, თუმც უმეტეს ქალები

შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.

 სევდა წვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი.

რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის წოგნი დაეთმო,

იქნებ ვინმე ღვთის მადლიერს დიდი მსხვერპლი გაეღო.

 მაგრამ სხვისი სიყვარული ხელში როგორ ამეღო.

 სხვისი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა, 

 სიყვარული დამითმე ვისთვის მეკადრებინა.

 და როდესაც დახლთან მიველ მომღიმარი თვალებით

 შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული

და გამყიდველს ისიც სხვისთვის ქონდა გადადებული...

მზე კოცნიდა თეთრ ლაჟვარდებს, ულამაზეს ლიანებს,

სიყვარული რიგდებოდა მე კი დავიგვიანე...

   თათია გოგიაშვილი                                                                                                                     ტერენტი გრანელი

пятница, 27 ноября 2009 г.

რა უნდა უყვარდეს ადამიანს ყველაზე მეტად...

1)თავისი სამშობლო,მიწა წყალი სადაც დაიბადება და გაიზრდება;

2) თავისი ოჯახი და ახლობლები;

3) სფერო სადაც მოვაღვაწეობს.

თათია გოგიაშვილი

როგორ მოიპოვო ხალხის სიმპათია

1)იცოდე შენი თავის ფასი, იყავი თავდაჯერებული რათა სხვამაც დაგაფასოს.

2)იყავი ბუნებრივი, უშუალო გულხადილი, მეგობრული. აკეთე სიკეთე და ის ყოველთვის დაგიფასდება.

3)იყავი მიზანდასახული, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღე და ბოლომდე ყველაფერში იაქტიურე. თეო ხურძე
სამი რჩევა დიმასგან ქალის შესაბმელად ;)

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ესაუბრე თვალებით და დაიჭირე მზერა

მეორე – დაიჭირე ეს მზერა ორჯერ და გადადგი პირველი ნაბიჯი, იყავი “ნაგლი” და შედეგი გარანტირებულია:D

მესამე – ნუ ილაპარაკებ სისულელეებს


დიმიტრი ჩიკვაიძე

понедельник, 23 ноября 2009 г.

უსმინე ისეთ მუსიკას რომელიც სიამოვნებას განიჭებს...

    თუ დაფიქრებულხართ იმაზე რატომ ხართ ცუდ ან კარგ ხასიათზე თუ მოუსმინეთ სიმღერას რომელიც სიამოვნებას ან პირიქით არ განიჭებთ სიამოვნებას.. სიმღერა ადამიანის გამწყობაძე ძალიან მოქმედებს.
   მე მაგალითად დილით როდესაც ვიღვიძებ და ჩემთვის არა სასიამოვნო სიმღერას ვუსმენ საშინელ ხასიათზე ვდგები, ამასთან როდესაც ჩემს საყვარელ სიმღერას ვუსმენ, მთელი დღის განმვლობაში კარგ განწყობაძე ვარ.
   დღეს-დღეობოთ თინეიჯერებში ძალიან პოპულარულია როკ მუსიკა.არსებობს ადამიანთა კატეგორია,რომელიც უსმენს იმ ჟანრის მუსიკას რომელიც არ მოსწონს და უბრალოდ ასე ვთქვათ მოდას არის აყოლილი. იმას კი ვერ ხვდებიან რომ ის რაც არ მოგწონს შენს გამწყობაზეც მოქმედებს...ამიტომ ჩემი აზრით უნდა უსმიონო იმ ჟანრის მუსიკას რაც მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს...
 თათია გოგიაშვილი

вторник, 17 ноября 2009 г.

თითქის მორცხვი მაგრამ საყვარელი გოგონა...

www.conb


მე ვწერ ადამიანზე რომელიც "ახალი მედიის" ლექციაზე გავიცანი პირველად.ჩვენმა ლექტორმა ანა სიდამონიძემ მოგვცა ასეთი დავალება, რომ ერთმანეთისგან სტუდენტებს უნდა აგვეღო ინტერვიუ და დაგვაწყვილა...მე მოვხვდი რიტა ბაძგარაძესთან რომელზეც გიამბობთ.
ერთი შეხედვით მორცხვი რიტა ბაძგარაძე ძალიან თბილი და საყვარელი გოგონაა.ყავს მშობლები და პატარა დაიკო.ადამიანები მალე უყვარდება თუ მათგანაც ისეთივე სითბოს გრძნობს როგორსაც თვითონ ამჟღავნებს,ადვილად შედის კონტაქტში,უყვარს მხიარული და გაწონასწორებული ხალხი.ძალიან უყვარს ცეკვა რომელზეც 6 წელი დადიოდა.უყვარს ბევრი რამ, კონკრეტულად არ აქვს ამოჩემებული რაიმე რაც ძალიან უყვარს, ან შეიძლება მე არ გამიმხილა...მე როდესაც ვკითხე მას ყავდა თუ არა შეყვარებული მითხრა რომ არ ყავს მაგრამ ყავს ბევრი თაყვანისმცემელი, თუმცა მისი გულის დაპყრობა ვერავინ ვერ შეძლო ჯერ-ჯერობით...ერთი ნახვით ამ გოგონამ ჩემს თვალში ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.
თათია გოგიაშვილი