воскресенье, 13 декабря 2009 г.

"მთვარეული"

მე შენზე ფიქრში ვათენებ ღამეს,

ღამეა ძალძე ნაზი და სათნო,

მთვარეულივით დავდივარ ღამე

და შენს ნაკვალევს დავეძებ მარტო...

ავხედე ვარსკვლავთ და დავინახე

ცის კამარიდან როგორ მიღიმი,

შენს დანახვაზე თავბრუ დამესხა

და დამიბუჟდა მე კიდურები...

უეცრად გაქრა მთვარეც და სახეც

რომელიც ციდან იღიმებოდა,

განათდა ირგვლივ ცოცხალიც, მკვდარიც,

მე მაინც ვიდექ იმ ერთ ადგილას...


                                                               ავტ: ნათია გოგიაშვილი

თათია გოგიაშვილი

понедельник, 7 декабря 2009 г.

"სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში"

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,

ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში.

მზე კოცნიდა თეთრ ღრუბლებს და ულამაზეს ლიანებს

 სიყვარული რიგდებოდა მე კი დავიგვიანე...

 რიგში იდგნენ ჭაბუკები, თუმც უმეტეს ქალები

შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.

 სევდა წვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი.

რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის წოგნი დაეთმო,

იქნებ ვინმე ღვთის მადლიერს დიდი მსხვერპლი გაეღო.

 მაგრამ სხვისი სიყვარული ხელში როგორ ამეღო.

 სხვისი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა, 

 სიყვარული დამითმე ვისთვის მეკადრებინა.

 და როდესაც დახლთან მიველ მომღიმარი თვალებით

 შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული

და გამყიდველს ისიც სხვისთვის ქონდა გადადებული...

მზე კოცნიდა თეთრ ლაჟვარდებს, ულამაზეს ლიანებს,

სიყვარული რიგდებოდა მე კი დავიგვიანე...

   თათია გოგიაშვილი                                                                                                                     ტერენტი გრანელი